წესები, პირობები, კონფიდენციალურობა

მოვაჭრის დასახელება: ი/მ ვლადიმირ რზიანკინი

საიდენტიფიკაციო ნომერი: 306278578

მისამართი: ქ. თბილისი, ისნის რაიონი, ვაზისუბნის დას., დ. კვაჭანტირაძის ქ., N22, ბ. 162

ელ. ფოსტა: vladimir.rz212@gmail.com

საკონტაქტო ნომერი: 568 90 58 25

მოვაჭრის ვალდებულებები

მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.

საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.

მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.

მომხმარებლის უფლებები (კანონისმიერი გარანტია):

თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;

საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;

საქონელი შეკეთებულ უნდა იქნეს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღის ვადაში ან შეცვლილი 10 კალენდარული დღის ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

მხარეთა პასუხისმგებლობა

თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.

მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

შეკვეთის გაფორმება

მომხმარებლის მიერ საქონლის შეძენა შეიძლება განხორციელდეს დისტანციურად ი/მ ვლადიმირ რზიანკინის (შემდგომში „კომპანია”) ვებ-გვერდის https://midea-mini.geshop.one/ მეშვეობით.

პროცესის განხორციელებისათვის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს მომხმარებლის რეგისტრაცია ელ. ფოსტის საშუალებით, სადაც იგი გაეცნობა კომპანიის ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და არსებით პირობებს, აგრეთვე წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკას და შესაბამისი ველის მონიშვნით გამოხატავს ნებას, რომ იგი გაეცნო და თანახმაა, რომ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულება გაფორმდეს დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით.

შეკვეთის მიღება

მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია თანხის გადარიცხვით მითითებულ საბანკო ანგარიშზე GE44BG0000000161157661. ასევე, შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.

მოვაჭრე, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაუმეტეს 14 სამუშაო დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 2 სამუშაო დღეს.

შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.

მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.

მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და მახასიათებლების შემოწმება.

მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

მიწოდება

საქართველოს მასშტაბით მიწოდება 8 ლარი.

უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა (იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე) და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: vladimir.rz212@gmail.com

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ა) მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
ბ) გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.

იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.

მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.

მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.

ფორს–მაჟორი

არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.

თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.

მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.

შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

პერსონალური მონაცემების პოლიტიკა

პრეამბულა

წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, განსაზღვროს ი/მ ვლადიმირ რზიანკინსა (ს/ნ 306278578) და მომხმარებლებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლები და წესები.

წინამდებარე სავაჭრო პოლიტიკა მოიცავს მომხმარებლებთან სარეწის გარეთ გაფორმების ზოგად და დისტანციური საშუალებების გამოყენებითა დადებული ხელშეკრულებების გაფორმების წესებს, რომლის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში და სხვა ნორმატიულ აქტებში.


1. პერსონალური მონაცემების პოლიტიკა

პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავებაც ხდება თქვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლაინ შეძენის ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის მიზნით, ი/მ ვლადიმირ რზიანკინ ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა.


2. კომპანია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგ საფუძველზე:

კომპანიის რესურსებისა და ელექტრონული მომსახურების გამოყენება;

პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობა;

დისტანციური შეთანხმებების დადება;

ნორმატიულ აქტებში დადგენილი იურიდიული ვალდებულებები;

პერსონალური მონაცემების სუბიექტების ინეტერესების დაცვა;

შესყიდვების ანალიზი და სტატისტიკა ინდივიდუალური შეთავაზებებისათვის;

შეკვეთების დამუშავება და გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდით;


3. კომპანია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:

შეკვეთების მიღება და დამუშავება;

მომსახურებისა და დისტანციური შერთანხმების, ანგარიშებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, დადება და გაგზავნა;

სასარგებლო ინფორმაციისა და სპეციალური შეთავაზებების დაგზავნა;

კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;


4. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა:

პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გაუქმებამდე;


5. პერსონალური მონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა

ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ შეძენის განხორციელების ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნეს ი/მ ვლადიმირ რზიანკინის ქვეკონტრაქტორებისათვის, მიმწოდებლებისათვის, საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის (მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, DHL და სხვა) ან სხვა შვილობილო კომპანიებისათვის, რამდენადაც ეს აუცილებელია თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.


6. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება

ი/მ ვლადიმირ რზიანკინი პასუხისმგებელია, რომ მიიღოს ყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომები და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.


მომხმარებლის დათქმა პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე:

„მომხმარებელი“ „სისტემაში“ რეგისტრაციით, თანხმობას აცხადებს, მომხმარებლისათვის“ ინფორმაციის მიწოდების, მიერ „მომხმარებლისათვის“ გაწეულ მომსახურებასთან, მიწოდებულ პროდუქციასთან, „კომპანიაში“დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მიიღოს, შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის პროცესში „მომხმარებლის“ მონაცემები („მომხმარებლის“ სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.). აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „მომხმარებლის“ მიერ „სისტემაში“ რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას და მოცემულ წესზე ელექტრონული ხელმოწერის შემდგომ;

მომხმარებელი“/სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ფიზიკური პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „კომპანიას“ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით - ქოლ ცენტრში დარეკვით: 568 90 58 25, ელექტრონული შეტყობინების ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით: vladimir.rz212@gmail.com. თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთ დროს „კომპანია“ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი;






დანართი #1


ნივთის უპირობოდ დაბრუნების შემთხვევაში შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და გამომგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vladimir.rz212@gmail.com



სახელი გვარი _______________________________

მის: ________________________________________

ტელ:________________________________________



განცხადება

(საქონლის უკან დაბრუნების შესახებ)



გთხოვთ, დაიბრუნოთ ჩემ მიერ (შეკვეთის თარიღი) შეძენილი (დასახელება).


თარიღი: